ბათუმში კორონავირუსი საკონდიტრო მაღაზია „დონას“ თანამშრომელს დაუდასტურდა

ბათუმში, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კოვიდინფიცირებულებიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან და უკვე დატოვეს საქართველო; ორი კარანტინში იმყოფებოდა, მათ აქვთ მოგზაურობის ისტორია; ერთი კი საკონდიტრო მაღაზია “დონას” თანამშრომელია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ინფიცირების წყარო უცნობია, კონტაქტების მოძიება კი მიმდინარეობს როგორც ინფიცირებულის თანამშრომლებში, ასევე მის სანათესაო წრეში, დღეისთვის 50 პირს უკვე აუღეს ანალიზი, პასუხები გვიან ღამით გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც საკონდიტროსთან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შეხება, უფასო ტესტირების კარვებში გამოკვლევები ჩაიტარონ.

საკონდიტროს ის ფილიალი, სადაც კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, დაკეტილია. მენეჯერის თამილა ბეჟანიძის განცხადებით, ფილიალის 70-მდე თანამშრომელია იზოლაციის რეჟიმშია.

ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 25 ინფიცირებული მკურნალობს.

Facebook Comments

ახალი დადებული