გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის ბოდიში „ჩირად“ არ ღირს, ბოდიშს იხდის მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის გულის მოგება უნდა

მე არ ვიცი „პატრიოტთა ალიანსს“ დაუდასტურდება თუ არა ის პოლიტიკურად და ადამიანურად თავის მომჭრელი დოკუმენტი, მაგრამ თავის მომჭრელი დოკუმენტი უკვე დაუდასტურდა სააკაშვილს, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომ საქართველომ ომი დაიწყო და ყველაფერი გააკეთა რუსეთისათვის, რომ ოკუპაციის აქტს რაღაც გამართლება ჰქონოდა. ხელიც მოაწერა ამ აქტს და ყველაფერი, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უთხრეს, გვერდზე გადადო, დახია და დღეს კი პროდასავლურ განცხადებებს აკეთებს. ახლა ხელისუფლებას უნდა დავეკითხოთ, როგორ მოიქცეს, რომელი უფრო მოღალატეობრივია?“, – განაცხადა რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სააკაშვილის ბოდიში „ჩირად“ არ ღირს, არაფრად ღირს და ბოდიშს იხდის მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა უნდა იმ ხალხის გულის მოგება, ვინც არ არის დაკავშირებული იმ სადისტური მმართველობის პერიოდთან.

„ბოდიშს იხდის ერთ რამეზე, რატომ უფრო მეტ ადამიანს არ მოუგრიხა კისერი და არ გაასწორა მიწასთან მისი ოჯახი. ალბათ, ამაზე იხდის ბოდიშს. გასაგებია პირველი პერიოდი, აღფრთოვანება 2004 წლიდან დაწყებული, მაგრამ უცებ გამოჩნდა, რომ ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს“, -აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

Facebook Comments

ახალი დადებული