გიორგი ვოლსკი: სააკაშვილმა მეთერთმეტედ განაცხადა, რომ უნდა ჩამოვიდეს… ნეტა ჩამოვიდეს

ამოწიეთ ბოლო პერიოდის არქივები, რამდენი განცხადება და ქმედებაა ჩადენილი, რამდენი ჩვენი ოპონენტის პოზიციაა გამოხატული იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები არ უნდა იყოს მშვიდი. სააკაშვილს, აი ბოდიშებს ვინც იხდის, ჰქონდა გამონათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ ცოტა დააკლდათ პარლამენტში რომ შემოვარდნილიყვნენ ანუ საფრთხე საიდანაც მოდის, ეს უნდა ვეძიოთ, – განაცხადა რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სააკაშვილი სერიოზულად არც უნდა იხილებოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ იგი 11-ჯერ დაპირდა ხალხს ქვეყნაში ჩამოსვლას.

„11 – ჯერ დაპირდება ხალხს, რომ ხან ზღვით, ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ხმელეთით შემოაღწევს საქართველოში. ეს იყო 11-ჯერ ნათქვამი და ნეტა ჩამოვიდეს საქართველოში. რეალურად, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ეს არის ჩვენი ამომრჩეველი, ეს არის საზოგადოების უშველებელი ნაწილი, რომელსაც რა პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს, უნდა წესიერ, დემოკრატიულ და ევროპულ ქვეყანაში ცხოვრობდეს და არა იმ ნაგავში, რომელიც გარედან ვითომ დემოკრატიული იყო და შიგნიდან სისხლით იყო სავსე. ეს იყო სააკაშვილის პერიოდი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Facebook Comments

ახალი დადებული