„თქვენ იგონებთ” – მდინარაძე უარყოფს ფაქტს, რომ მის დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

მამუკა მდინარაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“ტყუილია ეს ყველაფერი, თქვენ იგონებთ, როგორ უნდა დავადასტურო. ჩემი მძღოლი 4 დღეა საერთოდ არ ყოფილა ოფისში, თქვენთვის რომ იცოდეთ და მაინც გაიტესტა და ხვალ იქნება პასუხი შუადღისკენ. ტყუილია ეგ ამბავი. დღეს გაიტესტა და ხვალ იქნება. ” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ ოფისში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა. ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კარანტინში იმყოფება.

Facebook Comments

ახალი დადებული