ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის ნატურაა, რომ ბოდიშს იხდის არჩევნების წინ, 8 წლის თავზე გაახსენდა ის მძიმე დანაშაულები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ

რაც შეეხება ბოდიშს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ეს არის ზუსტად მისი ნატურა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ. 8 წლის თავზე გაახსენდა მას ის მძიმე დანაშაულებები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ და ეს შეგახსენებთ რა დანაშაულებია, ეს არ არის უბრალო დანაშაულები, მათ შორის შეგახსენებთ რომ ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი დამტკიცებულია ქართული სასამართლოს მიერ და ნაწილი ასევე სტრასბურგის სასამათლოს მიერ.

ეს დანაშაულებია ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს და შემდეგ ჩაიდინა ნამდვილი ღალატი, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით ოკუპაცია გაუფორმა რუსეთის ფედერაციას. ეს იყო სხვა არაფერი თუ არა ღალატი. გარდა ამისა, როდესაც ქართულ ოცნებაზე ორ ნახევარჯერ ნაკლებ გზებს დააგებ მაგალითად და როდესაც საზოგადოებას 9 წელი ტყუილში აცხოვრებ, ესეც არის, რათქმაუნდა, დანაშაული, დანაშაული რომელიც ბუნებრივია არ უნდა ეპატიოს მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას… ასევე, როდესაც, მაგალითად, უგულავასთან და სხვებთან ერთად, მოიპარავ ათეულობით მილიონს და ასეულობით მილიონს, კორუფცია გახსოვთ რა მასშტაბებს აღწევდა, ეს არის ისეთი დანაშაული, რომელიც მას, ბუნებრივია ვერ ეპატიება და მითუმეტეს, ეს ვერ გახდება მისი საარჩევნო მხარდაჭერის საფუძველი.

როდესაც ადამიანებს აწამებ ახალაიებთან და სხვებთან ერთად, როდესაც მთლიანად დაიმორჩილებ მართლმსაჯულებას ადეიშვილთან ერთად და როდესაც ჩაიდენ ზოგადად, უამრავ დანაშაულს შენს პარტნიორებთან ერთად, რომლებსაც, სხვათა შორის, ცალკე აღებულიც აქვთ დღეს ამბიცია, კრიმინალებს აქვთ ამბიცია, რომ მოიგონ არჩევნები, ასეთ დროს, ბუნებრივია, ბოდიში თავის თავზე მეტყველებს. ეს არის აღიარება იმ უმძიმესი დანაშაულისა, რომელიც ჩაიდინა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, და ამ ბოდიშზე პასუხი, ბუნებრივია, ექნება საზოგადოებას, მაგრამ ამასთან ერთად კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ საზოგადოების პოლიტიკური პასუხიც არ არის ამაზე საკმარისი. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ მისი პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და მან კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი იმ აღიარებიდან გამომდინარე, მათ შორის, რაც მან რამდენიმე დღის წინ თავის კლიპში განგვიცხადა“,-ამბობს ირაკლი კობახიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული