კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 2 ბათუმში გამოვლინდა

საქართველოში ბოლოს 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 2- ბათუმში. ერთი თურქეთის მოქალაქე, საერთაშორისო სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც სამშობლოში გააგრძელებს მკურნალობს. მეორე ინფიცირებული კი საკონდიტრო მაღაზიის თანამშრომელია, რომელიც კლინიკაში წუხელ მოათავსეს.

ექიმ გია კიკაბიძის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 25 ინფიცირებული მკურნალობს.

„წუხელ ღამით დაგვემატა ორი ინფიცირებული, ერთი თურქეთის მოქალაქეა, საერთაშორისო სატვირთო ავტომობილის მძღოლი, მეორე საკონდიტრო მაღაზია „დონას” თანამშრომელია“, – აცხადებს ექიმი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი ბოლო დღე-ღამის განმავლობასი 3-მა ადამიანმა დაძლია.

Facebook Comments

ახალი დადებული