ლალი ებრალიძე: კამერებიდან ამოვიღეთ სახე იმ უსინდისო ადამიანის და ჰოი საოცრება

ვიღაცამ მოიპარა ჩვენი სადარბაზოს პირველ სართულზე რაც კი ყვავილები გვქონდა, მერე ამოვიდა ჩემს სართულზე, ამოპუტა ქოთნიდან ულამაზესი ყვავილები, იქვე რაც იდო მაგიდაზე ისიც მოიპარა და ზედა სართულებზე ვიპოვეთ კიბეებზე დაყრილი, დაპუტულ მდგომარეობაში,- ამის შესახებ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ლალი ებრალიძე სოციალურ ქსელში წერს.

ლალი ებრალიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს: 

​„რამდენი სამარცხვინო ამბავი ხდება ყოველ დღე და ჩვენი სადარბაზოც არ ჩამორჩა ამ ამბებს. რამდენჯერმე ფოტოებიც დავდე და გახსოვთ​, ჩაოხრებული სადარბაზოდან გავაკეთეთ ულამაზესი, სუფთა, მოწესრიგებული სადარბაზო. დილას გასვლა რომ გესიამოვნება და საღამოს შემოსვლა რომ გაგიხარდება. ყველა ვეფერებით და ვუვლით თითოეულ კიბის საფეხურსაც კი. სხვისი დაყრილი ნაგავიც კი გადაგვიყრია, ისე ვუფრთხილდებით.


რამდენიმე დღის წინ, ვიღაცამ მოიპარა პირველ სართულზე რაც კი ყვავილები გვქონდა, მერე ამოვიდა ჩემს სართულზე, ამოპუტა ქოთნიდან ულამაზესი ყვავილები, იქვე რაც იდო მაგიდაზე ისიც მოიპარა და ზედა სართულებზე ვიპოვეთ კიბეებზე დაყრილი დაპუტულ მდგომარეობაში, ეს დღეებია ვცდილობთ კამერებიდან ამოვიღოთ სახე იმ უსინდისო ადამიანის, მეგონა ვიღაც მთვრალი კაცი იზამდა ამას, ჰოი საოცრება, ახალგაზრდა მშვენიერი ქალბატონი იპარავს და სართულებზე გარბის, ვერ ვიცანით მეზობლებმა, ან მდგმურია, ან ვიღაცის სტუმარი, რომელმაც დავალება შეასრულა.. .რა უსინდისობაა..“,-წერს ლალი ებრალიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

Facebook Comments

ახალი დადებული