მე დაცვა არასდროს მყოლია და არ მყავს – მამუკა მდინარაძე მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

მამუკა მდინარაძე „მთავარ არხს“ და „ტვ პირველს“ – ჩემო მეგობრებო ძალიან გთხოვთ, რომ ეს არ იკადროთ, თუ შეიძლება, მე დაცვა არასდროს მყოლია და არ მყავს, იმიტომ რომ უმრავლესობის ლიდერს დაცვა არ ეკუთვნის – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე „მთავარ არხს“, რომლის ინფორმაციით, თითქოსდა მამუკა მდინარაძის დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისი თქმით, მთავარი არხის მთავარი მიზანი არა კორონავირუსი, არამედ იმის თქმა იყო, რომ უმრავლესობის ლიდერსაც დაცვა ყავს.

“გუშინ მთავარი არხის ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა, რა თქმა უნდა ტყუილია. დღეს დილით დაურეკეს ჩემს მძღოლს, მძღოლს და არა დაცვას, რომელსაც არ დაუდასტურდა. ბოლო პერიოდში მას შეხება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც, გადამოწმების მიზნით ჩვენ ვთხოვეთ მისი ტესტირება. თუმცა დავადგინე მიზანი, რატომ მაინცდამაინც ჩემს მძღოლზე, იმიტომ რომ დღეს თქვენმა, ანუ ნაცმოძრაობის ძალიან ბევრმა სააგენტომ დადო, რომ მამუკა მდინარაძის დაცვას არ უდასტურდება, ანუ მთავარი მიზანი თურმე ის იყო, რომ უმრავლესობის ლიდერსაც კი დაცვა ჰყავს. ეს იყო, თორემ კორონავირუსი არ აინტერესებთ, რადგან ის სააგენტოები ასე წერენ. ნუ შემეკამათებით, ეს ასეა, შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ მე დაცვა არ მყოლია არასდროს და არ მყავს, უმრავლესობის ლიდერს დაცვა არ ეკუთვნის და ბუნებრივია არც მე მყავს. წარმოიდგინეთ სპეკულაციის დონე, გუშინდელის არ იყოს , როდესაც თალაკვაძის კლასტერი დაარქვეს. იმ ადამიანის, რომელსაც არ უდასტურდება. თალაკვაძეს ტესტი აქვს გაკეთებული და არ დაუდასტურდა ვირუსი და დაარქვეს თალაკვაძის კლასტერი. ოღონდ ამ სემთხვევაში თქვენი მეგობარი ტელევიზია იყო, ტვ პირველი. ამ ყველაფერს უნდა კადრება. ძალიან გთხოვთ, ჩემო მეგობრებო , რომ ეს არ იკადროთ, თუ შეიძლება” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული