ნიღბების უგულებელყოფის გამო, თვითმფრინავის მგზავრები კორონავირუსით მასობრივად დაინფიცირდნენ

ავიაკომპანია Tui-ის კუთვნილი თვითმფრინავის მგზავრები, რომლებიც საბერძნეთიდან დიდ ბრიტანეთში დამცავი ნიღბების გარეშე იფრინეს, კორონავირუსით მასობრივად დაინფიცირდნენ. ამის შესახებ Metro იუწყება. ფრენა 25 აგვისტოს განხორციელდა.

აღნიშნული რეისის ერთ-ერთი მგზავრი, სტეფანი უიტფილდი იხსენებს, რომ მგზავრები ნიღბების რეჟიმს არ იცავდნენ, ხშირად დგებოდნენ თავიანთი სავარძლებიდან და სალონში ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ.

„ბევრს ნიღბებიდან ცხვირი ჰქონდა გადმოყოფილი, ზოგმა კი, ნიკაპზე მოირგო. საუბრისას იხსნიდნენ და სალონში წინ და უკან დადიოდნენ“,-აღნიშნა მან.

ქალი ამბობს, რომ ეკიპაჟის არცერთ წევრს ეს არ გაუპროტესტებია გვერდით ბიჭი ეჯდა ნიღბის გარეშე და ბორტგამცილებელს მისთვის შენიშვნა არ მიუცია. 

„თვითმფრინავი სავსე იყო ეგოისტი კოვიდიდიოტებით და უცოდინარი ბორტგამცილებლებით“,-განაცხადა უიტფილდმა.

გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 16 მათგანს კორონავირუსი მალევე გამოუვლინდა. მომატებული რისკის გამო, ყველა მგზავრი თვითიზოლაციაში გადავიდა 2 კვირით. 

Facebook Comments

ახალი დადებული