ტაივანში, ატრაქციონზე გიგანტურმა ფრანმა 3 წლის ბავშვი ცაში აიტაცა (ვიდეო)

ტაივანში, ატრაქციონზე უზარმაზარი გველის ფორმის ფრანმა ჰაერის ძლიერი ნაკადი დაიჭირა და ჰაერში 3 წლის ბავშვი აიტაცა. საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა და დედამიწაზე დაბრუნდა. შემთხვევა ზღვისპირა ქალაქში, ფრანების ატრაქციონზე მოხდა. 

კადრებში, რომელიც ინციდენტის ადგილზე თვითმხილველმა გადაიღო, კარგად ჩანს ნარინჯისფერი ფრანი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ასწორებს გაფრენამდე. მის კუდზე კი უეცრად ბავშვი გაჩნდა.

გოგონა ჰაერში რამდენჯერმე გადატრიალდა ხალხის თავზე. ბავშვის საშველად გაქცეულმა ადამიანებმა მისი დაჭერა უცბად ვერ შეძლეს. საბედნიეროდ, ბავშვმა ფრანს ხელი არ გაუშვა და მთელი ძალით ებღაუჭებოდა. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბავშვი ძალიან შეშინებული იყო, ის ჰოსპიტალში სახისა და ყელის არეში რამდენიმე მსუბუქი ჭრილობით გადაიყვანეს.

Facebook Comments

ახალი დადებული