კორონავისრუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა, 7 – დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 – შემოტანილი შემთხვევა, საიდანაც 2 პაციენტი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით „კოვიდ ცენტრებში“ კორონავირუსით დაინფიცირებული 251 პაციენტი მკურნალობს.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზრდა 17-ით. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით, 82%-ია. დღევანდელ მონაცემებით, „კოვიდ ცენტრებში“ მკურნალობს 251 დადასტურებული შემთხვევა. აქედან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტი და 15 მძიმე პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა.

Facebook Comments

ახალი დადებული