ლევან სამუშიას პასუხი: ქართულ ოცნებასაც ჰყავს უდანაშაულო ადამიანი ციხეში – გიორგი რურუა

ერთი ადამიანი რომ ჩაიდენდა დანაშაულს, მთელი უბანი მიყავდათ, ფეხებით ჩამოკიდებდნენ, აწამებდნენ და ისე აღიარებინებდნენ დანაშაულს, ეს იყო თქვენს დროს გახსნილი საქმეები, -ასე მიმართა ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ტვ-პირველის სტუდიაში და კითხვა დასვა, დაუსახელონ თუნდაც ერთი უდანაშაულო ადამიანი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ციხეში ჩასვა. 

„ახლა უდანაშაულო ადამიანებს ციხეში არ სვამენ, თუ მეტყვით ერთ უდანაშაულო ადამიანს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ციხეში ჩასვა“,-განაცხადა ჟურნალისტმა, რაზეც გადაცემის სტუმარმა, „ლელოს“ წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ უპასუხა, რომ ასეთი ადამიანი პოლიტპატიმარი გიორგი რურუაა. 

როდესაც მას თორაძეების ოჯახის ამოწყვეტის საქმე შეახსენეს, სამუშიამ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ფეიკია. 

„სად არის ხელისუფლება, თუ ეს ინფორმაცია ფეიკი არ არის და ტროლების მოგონილი“,-განაცხადა ლევან სამუშიამ.

„თორაძეების საქმეა ფეიკი? გრცხვენოდეთ“,-უპასუხა ნათია ბერიძემ, რაზეც სამუშიამ განუცხადა, რომ თორაძეების ოჯახი ფეიკი არ არის, მაგრამ ფეიკი შესაძლოა ის იყოს, რომ მკვლელობა რურუას ჩადენილია.

Facebook Comments

ახალი დადებული