შაქარაშვილის საქმის მოწმე, სასტიკად ნაცემი გიორგი ქათამაძე დუმილს არღვევს

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, არაგვის ხიდთან სასტიკად ნაცემი გიორგი ქათამაძე დუმილს არღვევს. ქათამაძე ამბობს, რომ აგარაკზე მომხდარ ინციდენტში მას მონაწილეობა არ მიუღია. მისივე თქმით, არ ახსოვს, მიაყენა თუ არა მას ნიკა ჟვანიამ დაზიანება რკინის ხელკეტით, რადგან პირველივე დარტყმაზე გონება დაკარგა.

ჩვენების მიხედვით, მან თბილისში დაბრუნების შემდეგაც დაკარგა გონება და ჰოსპიტალს მიმართა.

„ნამდვილად არ ვიცი, რას მერჩოდნენ და რა შუაში ვიყავი, აგარაკზე კონფლიქტში არ ვმონაწილეობდი და არ ვიცი, რატომ გამისწორდნენ“,- განუცხადა გიორგი ქათამაძემ „კურიერის“ ჟურნალისტს მცხეთის რაიონულ პროკურატურაში შესვლამდე. 

შეგახსენებთ, ქათამაძეს ფიზიკურად „მერსედესის“ მგზავრები გაუსწორდნენ, ტოიოტა ქამრის გამოჩენისას კი ის ბუჩქებში დაიმალა.

Facebook Comments

ახალი დადებული