ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ 900-მდე დამსვენებელს გამოსვლა აეკრძალა

ჩაქვში სასტუმრო “ოაზისი” ჩაიკეტა – სასტუმროს თანამშრომლების ინფორმაციით სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს, ახალგაზრდა ქალს ტემპერატურა ჰქონდა რის გამოც ის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, პირველადი ლაბორატორიული კვლევის შედეგად ოაზისის სტუმარს ინფექცია არ დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითი კვლევაა საჭირო. სასტუმროში ამ ეტაპზე 900 პირი ისვენებს, ამ დრომდე ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია.

სასტუმროს მენეჯერი “კურიერთან” საუბრისას ამბობს, რომ სტუმრების ნაწილს 12 საათზე სასტუმროს დატოვება უწევდათ, თუმცა ამ დრომდე შეზღუდვებია დაწესებული.

Facebook Comments

ახალი დადებული