ბაიდენი ტრამპს აკრიტიკებს ნავალნის მოწამვლაზე სიჩუმის გამო

აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით პოზიციის არ ქონის გამო. ამის შესახებ ინფორმაცია 3 სექტემბერს ბაიდენის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბაიდენმა განაცხადა, რომ კრემლმა მისი საყვარელი იარაღი- „ნოვიჩოკის“ კლასის ქიმიკატების აგენტი გამოიყენა თავისი ოპონენტის გასაჩუმებლად. ამასთან, პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ნავალნი მხოლოდ ერთი შემთხვევაა უკანასკნელ დროს განხორციელებული თავდასხმებიდან.

„ეს არის ნიშანი, რომ რუსეთის რეჟიმი იმდენად პარანოიდულია, რომ არ სურს არანაირი კრიტიკა და უთანხმოება“,-აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის აზრით, ტრამპი უარს ამბობს შეეწინააღმდეგოს პუტინს, მისი სიჩუმე კი, თანამზრახველობას ნიშნავს.

Facebook Comments

ახალი დადებული