ბორის ჯონსონი: რუსეთის მთავრობამ უნდა განმარტოს, რა მოუვიდა ბატონ ნავალნის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გააკეთოს.

„ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება აღმაშფოთებელია. ჩვენ „ნოვიჩოკის“ მომაკვდინებელი შედეგები პირველად გაერთიანებულ სამეფოში ვიხილეთ. ახლა რუსეთის მთავრობამ უნდა განმარტოს, რა მოუვიდა ბატონ ნავალნის. ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სამართლიანობის აღსრულება უზრუნველვყოთ“, – დაწერა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა Twitter-ზე.

ცნობისთვის, გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი მისი გაჩუმება იყო.

Facebook Comments

ახალი დადებული