ლაშა ნაცვლიშვილი – მიშა ყველას ყველაფერს შეახსენებს – მაჭუტაძეს შეახსენებს, რომ… მაჭუტაძეა

აბა, გაბედოს ვინმემ ოპოზიციაში და არ დაემორჩილოს სააკაშვილის ბრძანებას,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილი ,,პრაიმტაიმთან ვრცელ ინტერვიუში საუბრობს.

ნაცვლიშვილის თქმით, სააკაშვილი ყველას ყველაფერს შეახსენებს.

„იგი ყველას ყველაფერს გაუხსენებს: ბოკერიას გაუხსენებს, რომ ივანიშვილის სცენარით დაუშალა პარტია; ხაზარაძეს შეახსენებს, რომ მევახშეა; გირჩს და ვაშაძეს წამოაძახებს, რომ ბურჭულაძის პოლიტიკურად განადგურების სპეცოპერაციაში მონაწილეობა ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღეს; მაჭუტაძეს შეახსენებს, რომ… მაჭუტაძეა; ზოგს წამოაძახებს, რომ შევარდნაძის დროინდელია, ზოგს ზვიადისტს დაუძახებს, ზოგს კი – პუტჩისტს. ხო, მართლა, უგულავას შეახსენებს, რომ ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ მას „დედა აგინა“. თუმცა, არა! უგულავას არაფრის შეხსენება არ დასჭირდება. უგულავა ისედაც მასთან იქნება, ისევე როგორც გულისამრევი ოქრუაშვილი, ჭკნობამორეული მეძავი ლეიბორისტი და მიტოვებული ქალებისთვის დამახასიათებელი შურისძიების დაუძლეველი ვნებით აღსავსე, ბოღმით თვალ და გონებადაბინდული უმრწმესი ბერძენიშვილი და უქარქაშო გუბოზ სანიკიძე”,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული