ახალი კვლევა: ფუტკრის შხამი მკერდის კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმის უჯრედებს ანადგურებს

ავსტრალიის ჰარი პერკინსის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფუტკრის შხამის მთავარი კომპონენტს მკერდის კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმის უჯრედების განადგურება შეუძლია. კვლევა 1 სექტემბერს სამეცნიერო ჟურნალში Nature Precision Oncology გამოქვეყნდა. 

ფუტკრის შხამის ძირითადი კომპონენტის, მელიტინის საშუალებით, მეცნიერებმა შეძლეს მკერდის კიბოს უჯრედების განადგურება. მთელი პროცესი მხოლოდ 1 საათს მოიცავს. ამასთან, შხამის იმ კონცენტრაციამ, რომელიც მეცნიერებმა შეარჩიეს, მინიმალური გავლენა მოახდინა ჯანსაღ უჯრედებზე.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მელიტინის გამოყენება შესაძლებელია ქიმიოთერაპიის პრეპარატებთან ერთად, ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ დოცეტაქსილთან კომბინაციამ თაგვებში სიმსივნე დააპატარავა. 

თავად მელიტინი „თიშავს“ სასიგნალო გზებს, რომელსაც კიბოს უჯრედები გამრავლებისთვის იყენებენ. ფუტკრის შხამი ასევე წარმოქმნის მათში ხვრელებს, რაც საშუალებას აძლევს, ქიმიოთერაპიის პრეპარატს უჯრედში შეაღწიოს.

მელიტინის საშუალებით შესაძლებელი გახდა ყველაზე აგრესიული მკერდის კიბოს უჯრედების გარსის დაშლა. ამ ტიპის სიმსივნის მკურნალობა რთულია, რადგან ის ჰორმონალურ თერაპიას არ ემრჩილება.

ასეთი სიმსივნე სწრაფად იზრდება და განვითარების საწყის ეტაპზევე წარმოქმნის მეტასტაზებს. ქიმიოთერაპია მას უმკლავდება, თუმცა დიდია დაავადების რეციდივის ალბათობა. 

Facebook Comments

ახალი დადებული