კასპის მერობის კანდიდატი ვახტანგ მაისურაძე: „მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო თანამოქალაქენო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“, რომელმაც კასპის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დამასახელა, ეს ჩემთვის დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, გჯერათ, რომ კასპში დაბადებული კაცისთვის თავისი თანაქალაქელის მსახურება დიდი პასუხისმგებლობაა. წლების განმავლობაში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის დროს, არასდროს გამიწყვეტია კავშირი ჩემს მშობლიოურ რაიონთან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში ვმუშაობდი, თუ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლობის დროს. შესაბამისად, კარგად ვიცი ჩვენი რაიონის, ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები. ამ ყველაფრის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით შეუქცევადად იზრდება როგორც თვითმმართველი ქალაქების დამოუკიდებლობის ხარისხი, ასევე მათი ბიუჯეტი, მჯერა, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ კასპი ბევრად უფრო განვითარებულ, ეკოლოგიურად სუფთა, წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ, სადაც ინფრასტრუქტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ პროექტებთან ერთად დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ეკოლოგიას, ტურიზმის განვითარებას, განათლებას, კულტურას, სპორტს. მინდა გჯეროდეთ, რომ როგორც ჩვენი რაიონი, ისე თითოეული ადგილობრივი მოსახლე ძალიან ძვირფასია ჩემთვის და მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები ნებისმიერი გამოწვევის თუ სირთულის დაძლევის დროს. რა თქმა უნდა, ერთად ვიდგებით მაშინაც, როდესაც ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი რაიონისთვის, ჩვენი შვილებისა და ჩვენი მომავალი თაობისთვის ბევრ სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მჯერა, ერთად აუცილებლად გავიმარჯვბთ!

Facebook Comments

ახალი დადებული