20 ახალი შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის წყაროს კვლევა მიმდინარეობს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 4 ინფიცირებულის წყაროს კვლევა კი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, კოვიდცენტრებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 3 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა 20 ახალი შემთხვევა, დღეს 1568 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში. ამ 20 პაციენტიდან 8 არის დადასტურებულ პირთან კონტაქტი, 1 სამედიცინო პერსონალია, 7 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს მოძიების და კონტაქების დადგენის მიზნით.

გამოჯანმრთელდა მხოლოდ 9 ადამიანი. გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი კვლავ 81.6%-ია. კოვიდცენტრებში მკურნალობს 262 დადასტურებული შემთხვევა. ამ 262 შემთხვევიდან 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 16 მძიმე პაციენტია. დანარჩენი პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, მცირე ნაწილის კი მსუბუქი მიმდინარეობის“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს. აქედან კრიტიკულად მძიმე მხოლოდ 1 პაციენტია.

Facebook Comments

ახალი დადებული