ამირან სალუქვაძე: დიპლომატიამ ნაყოფიერად იმუშავა, 84 მხარდამჭერი ხმა, თავისით არ ხდება ,

მნიშვნელოვანია გაერო-ს რეზოლუცია 84 ქვეყნის მხარდაჭერით, დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

მისი თქმით, ფაქტია, რომ დიპლომატიამ ნაყოფიერად იმუშავა.

,,ჩვენთან მთავრობას ორი ძალა უწევს ოპონირებას – ერთი ძალა ამბობს, საქართველო გამქრალია, არავინ გვახსენებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში არაფერს ვაკეთებთო. არადა საპირისპიროდაა საქმე. თუმცა, ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის ატყუებენ მოსახლეობას და მეორე ძალა ნიჰილიზმს სთესავს, რას გვიშელის რეზოლუციები, რუსეთი თავისას აკეთებსო. ჭრელო პეპელაა. მეორე ჯგუფს რაც შეეხება, არავინ უარყოფს, რომ რუსეთთან სამუშაო ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, მაგრამ გაერო-სა და ევროსტრუქტურებში აქტიური მუშაობა აუცილებელია. პირველ რიგში ესაა მნიშვნელოვანი არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის. დიპლომატიამ ნაყოფიერად რომ იმუშავა, ფაქტია. 84 მხარდაჭერი ხმა, თავისით არ ხდება. ეს სამუშაო აქტიურად უნდა გაგრძელდეს ყველა ხელისუფლების პირობებში”,- წერს ამირან სალუქვაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული