ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს პერსონალურ სანქციებს არ დაუწესებს

ევროკავშირი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს პერსონალურ სანქციებს არ დაუწესებს. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Welt იუწყება.

გამოცემის ცნობით, ლუკაშენკოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გერმანია, საფრანგეთი და იტალია გამოვიდნენ. ბერლინი და პარიზი აცხადებენ, რომ ბელარუსთან ურთიერთობა ნებისმიერ გარემოებებში უნდა იქნას შენარჩუნებული, სანქციები კი, ამას ხელს შეუშლის.

ამ აზრს ეწინააღმდეგება რამდენიმე ქვეყანა, ძირითადად ბალტიისპირეთი და პოლონეთი, რომლებიც მოითხოვენ, რომ ლუკაშენკოს სახელი სანქციათა სიაში შევიდეს. 

ბელარუსი მაღალჩინოსნების ოფიციალური სია, რომელთა მიმართაც პერსონალური სანქციები დაწესდა, მომავალ კვირას გამოქვეყნდება. 

„სიასთან დაკავშირებით მძიმე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან ის ევროსაბჭოს ყველა ქვეყანამ უნდა მოიწონოს ერთხმად“,- აცხადებენ ევროსაბჭოში.

აგვისტოს ბოლოს ლუკაშენკოს და კიდევ 29 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები ლიეტუვა, ლატვიამ და ესტონეთმა დააწესა

Facebook Comments

ახალი დადებული