ეკატერინე ტიკარაძე ექიმებს მიმართავს და თხოვს, კონფერენციები ონლაინ რეჟიმში გამართონ და წესების დაცვის მაგალითი აჩვენონ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ექიმებს მიმართავს. მიმართვაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, ტიკარაძე კოლეგებს სთხოვს, კონფერენციები ონლაინ რეჟიმში გამართონ და ექიმებმა სხვებს წესების დაცვის მაგალითი აჩვენონ.

„მოგესალმებით, ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს, ექიმებს, კოლეგებს!

ამ სახის კონფერენციები, ნამდვილად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გაზიარებისათვის და მათი, ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვისთვის.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინ პლატფორმაზე გადავიტანოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება.

ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინ პლატფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს.

ჩვენ, ექმიმებმა მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს, პანდემიასთან ბრძოლისას წესების დაცვაში.

წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინ სივრცეში“, – აცხადებს ექიმებისადმი მიმართვაში ეკატერინე ტიკარაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული