საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 13 აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა1596 გახდა. 

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 1294-ს შეადგენს.

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან: 9 – საკონდიტრო „დონას“ კონტაქტია, 1 – მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრი, 1 – საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, 2 კი აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრებია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 58 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.

სულ საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული