შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ ჩიქოვანს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ ჩიქოვანს, შესაძლოა, დღეს ბრალი დაუმძიმდეს.

არსებული ინფორმაციით, ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუზუსტდება და მის ბრალს “სისხლის სამართლის კოდექსის” 143-ე მუხლის ერთ-ერთი ნაწილი დაემატება, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის, ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით აქვთ წარდგენილი.

Facebook Comments

ახალი დადებული