28 ახალი შემთხვევიდან კოვიდინფიცირებული 3 პირი რუსთავის „ავერსის კლინიკის“ თანამშრომელია

კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 12 არის საკონდიტრო „დონას“ კლასტერთან დაკავშირებული და ჯამში ამ კლასტერში უკვე გვაქვს 36 შემთხვევა. 3 არის დაავადებულთან კონტაქტი, 3 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 2 შემოტანილი, 4 დადასტურებულ პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 4 პაციენტზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 275 პაციენტი მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 81-ია.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 28 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 15.

სულ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 1596, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1294, გარდაცვლილი – 19. კარანტინის რეჟიმში – 6250, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.

Facebook Comments

ახალი დადებული