აჭარაში COVID19-ის მიკროაფეთქება სავარაუდოდ ორ კვირაში იქნება ლიკვიდირებული

მეზობელ ქვეყნებთან გვაქვს ტვირთბრუნვა, შემოდიან სატვირთო მანქანების მძღოლები. ჩვენ ვერ ავიცილებთ ბოლომდე თავიდან მიკროაფეთქებებს და მატებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, covid19-ის შემთხვევების მატება და ლოკალური აფეთქებები არ გასცდენია იმ ზღვარს, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ადგილი ექნება ფართო გავრცელებას. „საქართველომ არა მარტო მიაღწია სხვა ქვეყნებთან შედარებით წარმატებას შემთხვევების სიმცირის და გარდაცვლითა რაოდენობით“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში, ევროპის რეგიონში კორონავირისის შემთხვევები ყველაზე მცირეა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

„მთავარია, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც მიღწეული შედეგები აღმოჩნდა მდგრადი. ყველგან, სადაც მოხსნეს შეზღუდვები, უკლებლივ ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა მკვეთრი მატება. საფრანგეთში მაგალითად, 6-7 ათასამდე ავიდა ახალი შემთხვევების რიცხვი. სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში რამოდენიმე ასეულებამდე. რუსეთსა და თურქეთში 2-3 ათასი. ასევე ირანშიც“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა დაინფიცირების და გარდაცვალების დაბალი რიცხვი არ იყო შემთხვევითი.

„ეს იყო შედეგი ექიმების და სამთავრობო გუნდის გააზრებული და საპასუხო ქმედებების. ის რომ, ეს შედეგები დღემდე იყო მდგრადი, მაძლევს საფუძველს რომ ვიფიქრო ასეც დარჩება. საქართველოში გვქონდა 8 თუ 9 მიკროაფეთქების შემთხვევა. გავიხსენოთ მარნეული, თეთრიწყარო, ლენტეხი, ქობულეთი. ყველგან მივიღეთ მყისიერი ზომები და ეს მიკროაფეთქება ლოკალიზებული იყო ორ კვირაში, იგივე მოხდება აჭარაშიც“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული