კარანტინის დღეების რაოდენობა შესაძლოა, 8 დღემდე შემცირდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარანტინის დღეების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს.

გამყრელიძის თქმით, გამორიცხული არ არის, 12-დღიანი საკარანტინო რეჟიმი 8 დღემდე შემცირდეს.

„კარანტინი 14 დღიდან 12 დღემდე შემცირდა, ახლა რამდენიმე მექანიზმია დამუშავების პროცესში, იგივე 8 დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, თუკი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდება, რამდენად არის ამისთვის ქვეყანა მზად, გამყრელიძე პასუხობს, რომ „სისტემა დღეს ბევრად უკეთესად არის მზად, ვიდრე ეს იყო თებერვალში, მარტსა და აპრილში“, თუმცა, იქვე დასძენს, რომ „ამ ქვეყანაზე იდეალური არაფერია“.

Facebook Comments

ახალი დადებული