კელი დეგნანი კიბერშეტევაზე – ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე, საზიანო აქტორები აგრძელებენ თავიანთ საზიანო მოქმედებებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, გამოძიებას დრო დასჭირდება, რომ დადგინდეს, ვინ იდგა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ცენტრზე კიბერთავდასხმის უკან. თუმცა, ელჩის შეფასებით, ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე აქტორები საზიანო მოქმედებებს აგრძელებენ საქართველოს წინააღმდეგ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

„დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, იქნება შედეგებიც.

ვიცით, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროსა და ასევე, ლუგარის ცენტრზე. რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება გამოძიებას, რომ დადგინდეს, ვინ იდგა ამ კიბერთავდასხმის უკან, თუმცა ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე, საზიანო აქტორები აგრძელებენ თავიანთ საზიანო მოქმედებებს. ისეთი აქტორები, როგორიც არის რუსეთი, აგრძელებენ ისეთი შესაძლებლობების მოძიებას და გამოყენებას, რათა საზოგადოებაში დესტაბილიზაცია და დაბნეულობა გამოიწვიონ. სწორედ ამიტომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ის კარგი სამუშაო, რასაც იგი უკვე ასრულებს კიბერუსაფრთხოების და სტანდარტების გაზრდისკენ. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ამ მიმართულებით“, -განაცხადა კელი დეგნანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული