ტვ-პირველი: შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები ციხიდან ახალი დანაშაულის ორგანიზებას გეგმავენ

საკნებში, სადაც შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები იმყოფებიან. ფარული გადაღბები ხორციელდება,-ამის შესახებ ტვ-პირველის ჟურნალისტი ნოდარ მელაძე თავის საავტორო გადაცემაში ყვება.

მისი თქმით, არსებობს ამ ჩანაწერების 10-ობით საათი, რომელიც ტვ-პირველმა მოიპოვა.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღისწინანდელ ჩანაწერებში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი, რომლის თანამესაკნემაც  გამოძიებას მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, სხვა პატიმრებთან ერთად განიხილავს, როგორ დასაჯონ მისი თანამესაკნე, მოწმე ჩიტიძე. ფარულ ჩანაწერში რევაზიშვილი მასთან საუბარს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ მოწმემ გარემოებების ნაწილი გამოიგონა და ამის გამო უნდა დაისაჯოს.

„პროსტა მაგაზე ბიჭებს გარეთ როგორ მივაწოდო ინფორმაცია, ჩავლენ, ზესტაფონის ბაზარში მეხორცეებთან გაიკითხავენ, ვინ ჩემი ყ–ა, ვინ არის, რა არის, სად ცხოვრობენ მაგისიანები და მაგასთან მივლენ სახლში. მაგის ცოლთან მივლენ და დაემუქრებიან. ცოლსაც და ბავშვებსაც , დედას მოგი–თ! .. 14-ში მიუცია ეგ ჩვენება. კაპეზს თემას იხსენებს, მაგრამ მერე ირევა და გადმოდის ამ თემაში“,-ისმის ხმა ჩანაწერში, რომელიც გადაცემაში გავიდა.

ნოდარ მელაძის თქმით, აღნიშნულ ჩანაწერშივე, ნიკოლოზ რევაზიშვილი საუბრობს მერსედესში მსხ​დომ პირებზე და ავითარებს ვერსიას, რომ შაქარაშვილი სწორედ მათ გაურბოდა, შეშინებული გაიქცა და გადავარდა. რევაზიშვილი ამბობს, რომ ჩანთა ბეტონის კონსტრუქციაზე ვიღაცამ ნამდვილად დადო, მაგრამ არ ასახელებს ამ პიროვნებას, ის დნმ-ის ნიმუშზე ნერვიულობს. 

მეორე ჩანაწერი გადაღებულია არასრულწლოვანი ზ.ხ-ს საკანში ის შურისძიებაზე საუბრობს და ახსენებს გურამ ამირხანაშვილს. ამბობს, რომ მისი მამა ამირხანაშვილს და კიდევ 5 ადამიანს მოკლავს. 

ზ.ხ. სვამს კითხვას, რატომ წარედგინა მას განზრახ მკვლელობის მუხლი და არ წაუყენეს ვასილ მახარაძეს. ამის გამო ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს გიორგი შქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს. 

„რა ჩემი ყ-ის 3 ტომი დაემატა, 6-ნი ხომ ვართ, 5-ს აქვს დამძიმებული და ერთს არ აქვს. ბოზის შვილი ვიყო, თუ მამაჩემმა დედა არ მ–ს ყველას, აი დაიმახსოვრეთ. ბიძას დედას მოუტ—ვთ, ტყუილუბრალოდ რომ გვსროკავს, მამაჩემი გაგიჟდება. ნახეთ მამაჩემი თუ გლდანში არ მოიყვანონ. ნაომარია, ნასროკალია“,-ამბობს ზ.ხ.

Facebook Comments

ახალი დადებული