ჩვენი პლატფორმით, აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს მხარდაჭერას ვუცხადებთ, რაც სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ჯერ ვერ შეძლო

პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი ხათუნა ხოფერია დონალდ ტრამპის მხარდამჭერი პლატფორმის შექმნის შესახებ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, მოძრაობის მიზანია, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მხარდაჭერა აგრესიული ნეოლიბერალური ძალების წინააღმდეგ.

ხათუნა ხოფერია აცხადებს, რომ ორგანიზაცია we are (ჩვენ ვართ) გააერთიანებს ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ოჯახი, ტრადიცია და სამშობლო. მისივე თქმით, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევენების შედეგს საქართველოზე დიდი გავლენა ექნება. ამ მიზნით, we are-ის ერთ-ერთი დანიშნულება იქნება აშშ-ს მოქალაქეობის მქონე ქართველების გაერთიანება ტრამპის მხარდასაჭერად. 

„ჩვენ არ ვუპირისპირდებით საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ვქმნით პლატფორმას, სადაც ტრადიციებისთვის, ოჯახებისთვის, სამშობლოსთვის მებრძოლ ადამიანს ექნება საშუალება თავისი პრონციპული პოზიციის დაფიქსირების და ამერიკის მოქმედი პრეზიდენტისთვის მხარდაჭერის გამოცხადების. რაც, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ჯერ ვერ შეძლო“,-აცხადებს ხათუნა ხოფერია. 

საქართველოში დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ორგანიზაციის პრეზენტაცია 4 აგვისტოს გაიმართა. 

Facebook Comments

ახალი დადებული