ცუკერბერგის პროგნოზით, აშშ-ში არჩევნების შემდეგ არეულობა დაიწყება

კორპორაცია „ფესიბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლოა, არეულობა დაიწყოს. ამის შესახებ მან Axios-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„სამწუხაროდ, ვფიქრობ, არის არეულობის მაღალი რისკი არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გამოცხადებას შორის პერიოდში“,-განაცხადა მან.

მილიარდერის თქმით, აუცილებელია, გარკვეული ზომების მიღება ძალადობის რისკის შემცირებისთვის. ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ „ფეისბუქმა“ და მასობრივი ინფორმაციის წყაროებმა უნდა შეამზადონ ამერიკელები იმისთვის, რომ შესაძლოა, ხმების დათვლას რამდენიმე დღე ან კვირა დასჭირდეს და ამაში უკანონო არაფერია. 

ცუკერბერგის თქმით, მისი სოციალური ქსელი დააკვირდება და რეაგირებას მოახდენს ისეთ პოსტებზე, სადაც მინიშნება იქნება, რომ „არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად“ გამოცხადდეს.

ეს შეეხება კანდიდატების პოსტებსაც, რომლებიც თავიანთ გამარჯვებას ხმის მიცემის ოფიციალურ შედეგებამდე გამოაცხადებენ. 

Facebook Comments

ახალი დადებული