ამირან გამყრელიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის მეორედ გამოცხადება ჯერჯერობით არ განიხილება

თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, არავითარ ჩაკეტვებსა და განსაკუთრებულ გამკაცრებებზე, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა, საუბარი არ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„გაფართოებული ტესტირება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იმისთვის, რომ ვირუსი დროულად გამოვავლინოთ და ადამიანი გადავიყვანოთ იზოლაციაში. რაც შეეხება გამკაცრების ე.წ. „მიკრო“ ღონისძიებებს, რაც გამოვიყენეთ მესტიაში, ყარაჯალარში, ბოლნისსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იყოს, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, რომ ახლა ბათუმის ან აჭარის ჩაკეტვაზე ვილაპარაკოთ. ამასთან, უნდა მოვუწოდო აჭარის მოსახლეობას, რომ მიმართონ გამოკვლევებს“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბათუმში კორონავირუსზე ტესტირება ბულვარში განთავსებულ კარვებსა და 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი.

Facebook Comments

ახალი დადებული