აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირების პასუხები დღეს გახდება ცნობილი

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელის თანამშრომელთა კორონავირუსზე ტესტირების პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ტელევიზიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა 4 სექტემბერს ტესტირება ბათუმის ბულვარში განთავსებულ კარავში გაიარა და მისი პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

მას დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმტპომები არ ჰქონდა და, როგორც ტელევიზიაში აცხადებენ, 4 სექტემბერს სამსახურში იმყოფებოდა.

ამ დროისთვის ტელევიზია დაკეტილია, მიმდინარეობს როგორც ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა, ასევე მისი ინფიცირების წყაროს მოძიება. ტელევიზიის 300-ზე მეტი თანამშრომელი გაივლის ტესტირებას და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, როდის და რა ფორმატით გააგრძელებს მაუწყებლობას აჭარის ტელევიზია.

ამ დროისთვის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება ხორციელდება.

Facebook Comments

ახალი დადებული