ბრალდებულის თქმით, ანი გაბეჩავა წვეულების მეორე დღეს, ჯარიმის გადასახდელად 15 000-ს ითხოვდა

 ტვ-პირველის მიერ გასაჯაროებულ კადრებში, რომელიც შაქარაშვილის საქმეს ერთვის და ადვოკატებს რამდენიმე დღის წინ გადეცა, ერთ-ერთი ბრალდებული იუბილარ ანა გაბეჩავას ახსენებს და ამბობს, რომ გაბეჩავა მეორე დღეს წვეულების მონაწილეებს შეხვდა და მათგან ფულს ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, პანდემიის პირობებში წვეულების ორგანიზებისთვის ჯარიმდებოდა. ამ დროს გაბეჩავამ უკვე იცოდა, რომ გიორგი შაქარაშვილი დაკარგული იყო.

პირი, რომელიც თანამესაკნეებთან ანა გაბეჩავაზე საუბრობს, ტვ-პირველის მიერ იდენტიფიცირებული არ არის.

ანა გაბეჩავას ადვოკატი ლიკა ბითაძე აღნიშნულ ინფორმაციას მიზანმიმართულ ცილისწამებას უწოდებს.

“სრული სისულელე და გამოგონილი ამბავია, ანა გაბეჩავას არავისთვის არანაირი 15 000 ლარი არ მოუთხოვია. თუ გაგრძელდება ეს ცილისწამება ჩვენც მივიღებთ შესაბამის ზომებს. ეს პირი კი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის,”- განაცხადა ლიკა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 5 პირს ბრალი ედება ჯგუფურ განზრახ მკვლელობაში, დამამძიმებელ გარემოებაში.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელებულ კადრებში ბრალდებულები ნიკოლზ რევაზიშვილი და არასრულწლოვანი ზ.ხ. შურისძიების მიზნით, მკვლელობების ახალ სერიას აანონსებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული