ბრიტანეთში, ბირმინგემის ცენტრში თავდახსმას მსხვერპლი მოჰყვა

დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემის ცენტრში მომხდარ თავდახსმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ Reuters- წერს.

ადგილობრივ პოლიციაში დაჭრის შესახებ შეტყობინება 00:30 საათზე შევიდა. ამის შემდეგ კი, ცივი იარაღით თავდასხმის კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯერჯერობით უცნობია, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა თუ მომხდართან კავშირი რამდენიმე პირს აქვს.

ამ დრომდე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა შვიდი ადამიანი. მათგან ორის, ქალისა და კაცის მდგომარეობა მძიმეა.

Facebook Comments

ახალი დადებული