გახარია: თუ არის კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა, ეს უნდა გამოვიყენოთ

გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა კორონავირუსის გავრცელებასა და მასთან დაკავშირებით შემოღებულ რეგულაციებზე.

„ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა ბოლო საბჭოს სხდომაზე მიიღეს დავალება, შემოგვთავაზონ კარანტინის მენეჯმენტის რამდენიმე ვარიანტი დროში“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა თუა ისე, რომ არ დაზიანდეს მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვიყენოთ.

„ეპიდემიოლოგებმა მიიღეს დავალება. შემდეგი სხდომა გვექნება ორშაბათს ან ოთხშაბათს და მათგან მოვისმენთ რა შედეგი აქვს იმ კვლევას, რომელიც უნდა ჩაეტარებინათ“,- დასძინა გიორგი გახარიამ. 

მისი თქმით, არ უნდა შეგვეშინდეს და უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვის პროცესი.

„თუ კი ვისწავლით როგორ უნდა ვმართოთ პროცესი, რა თქმა უნდა ჩვენ დამატებითი შეზღუდვები ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს“,-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული