გია გაბრიჭიძე: „ლელოს“ “მებრძოლი” შემადგენლობა არასამთავრობო სექტორის პრინციპებზე დამყნობილი პოლიტიკოსები არიან

ხშირად გვსმენია ფრაზა – ამან ფული როგორ იშოვაო.
როდესაც “ლელოს” ლიდერშიპის გამოსვლებს ვუსმენ, როდესაც მათი პიარ-კამპანია უნებურად თვალში მეჩხურება, მაშინვე ზემოთ ნათქვამი ფრაზა მახსენდება,-ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე წერს.


„კარგი მენეჯერის მთავარი დამსახურება ისაა, რომ კადრები სწორად შეარჩიოს იმ კონკრეტული საქმისთვის, რის გაკეთებასაც აპირებს. სწორად განსაზღვროს ის ბაზა, რითიც არსებული გამოწვევები დაძლევას ფიქრობს და სწორად შეარჩიოს ის პრიორიტეტები, რომელთა შესრულება შეუძლია. თუ გადავხედავთ “ლელოს” “მებრძოლ” შემადგენლობას, შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად დავინახავთ, რომ არასამთავრობო სექტორის პრინციპებზე დამყნობილი ორიოდე პოლიტიკოსი, რომლებიც თავადაც არასამთავრობო სექტორიდან მოვიდნენ, პოლიტიკურ ძალას ვერ შექმნიან. მსგავსი უცხო სხეულებისადმი ხალხის დამოკიდებულების გარდა, ისინი ფსიქოლოგიურად ვერ შეძლებენ პოლიტიკოსობას.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა მორალური ბაზა აქვს “ლელოს”, რომელზეც პოლიტიკური ძალა უნდა დადგეს (ერთხელ გია ჭანტურიამ მითხრა – პოლიტიკა იმდენად ბინძური რამაა, რომ სუფთა ხელებით უნდა აკეთოო).
და ბოლოს – ის პრიორიტეტები, რომლებსაც გვთავაზობენ, სრულადაა ამოვარდნილი ქვეყნის ნორმალური განვითარების პრიორიტეტებისგან.
სწორედ ამიტომ ისმის შეკითხვა – როგორ იშოვა ფული ხაზარაძემ?«-წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული