გოგი მეშველიანი დაბა კაზრეთში ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის,
თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.
მმართველი გუნდის კანდიდატი დამსწრეებს რეგიონისათვის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალგაზრდებმა გოგი მეშველიანს მათთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ თემებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები.
„ძალიან საინტერესო და ინტერაქციული შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან და არა მხოლოდ მათთან. ბევრი შეკითხვა დაგვისვეს. გავაანალიზეთ პოლიტიკური სიტუაცია, ვისაუბრეთ განხორციელებულ პრექტებსა და სამომავლო გეგმებზე. მზად ვართ გამოწვევების ერთად დასაძლევად..“ – აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული