„ევროპულმა საქართველომ“ სენაკში 600 კაციანი სუფრა გაშალა

სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ციხე-გოჯთან „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით, 600 კაციანი სუფრა გაიშალა – ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

სუფრა სენაკი-ხობი-ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას საარჩევნო ბანერის ფონზე გაიშალა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენიას აცხადებს, რომ ღონისძიება პარტიის ორგანიზებით გაიმართა.

დამენიას ინფორმაციით, ღონისძიებაზე პარტიის წევრები და კოორდინატორები დაპატიჟეს.

„ხვალ დაისვენებენ და ზეგიდან “შევუტევთ” მთელ ოლქს გიგას კალენდრებით, მაისურებით (გზაშია), პროგრამით, ხელშეკრულებით …მოხალისეებთან ერთად ვივლით კამპანიის ხმაურიანი ავტობუსით – საღამოობით გავმართავთ თავშეყრებს, კინოჩვენებებს, თამაშებს, საუბრებს – ყველა სოფელში, ფოთის, ხობის და სენაკის ყველა უბანში!“,-წერს გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც წვეულებაზე მხარდამჭერებთან და პარტიის კოორდინატორებთან აჭარული ცეკვა შეუსრულა.

Facebook Comments

ახალი დადებული