თბილისი-სენაკი ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღეიდან იზღუდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა 6, 7 და 8 სექტემბერს პერიოდულად შეიზღუდება. ამის მიზეზი „ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მიზნით, საქართველოში შემოყვანილი ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც სენაკიდან-თბილისის(ვაზიანი) მიმართულებით მოძრაობა 6 და 8 სექტემბერს, 04:00 სთდან 12 სთ-ის განმავლობაში განხორციელდება დაბალი სიჩქარით, ხოლო 7 სექტემბერს 04:00 სთ-დან დაახლოებით 5 სთ-ის განმავლობაში.

კანონის შესაბამისად, კოლონაში სხვა ავტოტრანსპორტის შესვლა აკრძალულია.

Facebook Comments

ახალი დადებული