თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე განაცხადი 5 309 ადამიანმა დააფიქსირა

თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე განაცხადი 5 309 ადამიანმა დააფიქსირა. მათგან თანხმობა 4453-მა ადამიანმა მიიღო.

საქართველოდან თურქეთის საზღვარი 2963-მა ადამიანმა გადაკვეთა.

აჭარის დასაქმების სააგენტომ დოკუმენტაციის დაზუსტება 856 ადამიანს მოსთხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის დასაქმების სააგენტო ავრცელებს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დროებით დატოვების ნებართვის მისაღებად რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიან, ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი).

Facebook Comments

ახალი დადებული