ირაკლი გოგავა საქართველოში ტრამპის მხარდამჭერი ორგანიზაციის შექმნაზე: ამ ბრძოლაში ინტელიგენციის როლი უდიდესია

ინტელიგენტს შეუძლია, თავისი ცოდნით, გამოცდილებით და წაკითხულის გაანალიზებით გაფილტროს ფეიკების, ყალბი ინფორმაციების ნიაღვარი და ხალხს სიმართლე მიაწოდოს,-ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ტრამპის მხარდამჭერი ორგანიზაციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

გოგავას თქმით, რადგან, სწორედ ამაში ხედავს ორგანიზაცია we are-ის (ჩვენ ვართ) ერთ-ერთ ძირითად მიზანს. მისივე თქმით, ამ ბრძოლაში ინტელიგენციის როლი უდიდესია.

„გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში არის 17-18 ათასი საქართველოს შვილი, ამერიკის მოქალაქე, რეალურად, ალბათ, ორჯერ მეტია, ვისაც აქვს ხმის მიცემის უფლება შეერთებულ შტატებში. ამიტომ, we are შეიძლება მათი მოტივატორი გახდეს. პირადად ვესაუბრე აშშ-ში ჩვენი დიასპორის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ნიკოლოზ ჩხეიძეს, ის გახლავთ „ქართულ-ამერიკული ალიანსის“ დამფუძნებელი. ტრამპის გარემოცვაშიც არიან ნაცნობები და მინდა, იმათაც მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საქართველოში ორგანიზებულად ხდება მისი მხარდაჭერა და ეს ლიტონი სიტყვები არ არის – ეს გამოიხატება კონკრეტულ ხმაში“,-აცხადებს ირაკლი გოგავა. 

Facebook Comments

ახალი დადებული