მაღაზია “ზღაპარის” მენეჯერს კორონავირუსი დაუდგინდა

სუპერმარკეტების ქსელ “ზღაპარის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კოვიდ-19 ვარკეთილის ფილიალის მენეჯერს აქვს. მაღაზიის თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით ვირუსი მენეჯერს 3 დღის წინ დაუდასტურდა.

სუპერმარკეტის ფუნქციონირების გასაგრძელებლად, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და თანამშრომლები სხვა ფილიალებიდან გადაიყვანეს.

Facebook Comments

ახალი დადებული