ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდგინდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული, 62 წლის ქალი დაბა ლაითურის მკვიდრია და ის იმ ჩოხატაურელი ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი ორი დღის წინ აღმოაჩნდა.

კოვიდინფიციფრების შემთხვევა ე.წ. „ქორწილის კლასტერს“ უკავშირდება.

ცოტა ხნის წინ, ამ საკითხზე განცხადება  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ გურიაში ინფიცირების სამი შემთხვევა იყო, ერთი კი დღეს დაემატა. მისივე განცხადებით, დაფიქსირებული შემთხვევები, დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, თუმცა კვლევები ისევ გრძელდება.

საქართველოში კორონავირუსის 1 650 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 310-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული