შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საკნებში ფარული ჩანაწერები 3 სექტემბერს ადვოკატებს გადაეცა

გენერალური პროკურატურის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, აღნიშნული მასალა დაცვის მხარეს გადაეცა.

„გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების მასალა, მტკიცებულების სახით ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმეს ერთვის. ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა დაცვის მხარეს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

არსებული ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების მასალა გადაეცათ ადვოკატებს: თეიმურაზ მაისურაძეს, ვასილ მამულაშვილს, ზურაბ ნადირაშვილს, გიორგი გელხაურს და მევლუდ ჩოფლიანს.

ipn.

Facebook Comments

ახალი დადებული