ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს

ბერლინის კლინიკაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს , – ამის შეესახებ „როიტერსი“ ბერლინის Charite-ის კლინიკაზე დაყრდნობით იუწყება.

„ჯერჯერობით მისი მძიმე მოწამვლის შესაძლო გრძელვადიანი შედეგების დადგენა ნაადრევია”, – ნათქვამია კლინიკის მირ გავრცელებულ განცადებაში.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 22 აგვისტოს ახლობლების მოთხოვნით რუსეთის კლინიკიდან ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ნავალნი უკვე 20 დღეა ხელოვნურ კომაშია. რამდენიმე დღის წინ გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამული.

რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

Facebook Comments

ახალი დადებული