ამირან გამყრელიძე: ჩვენ გვაქვს კოტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდად უნდა ვიყოთ

ჩვენ გვაქვს კოტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის სტატისტიკა გააცნო.

„ჩვენ გავაანალიზეთ ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის პირველი კვირის ე.წ. ინციდენტობის მაჩვენებლები. ინციდენტობა ნიშნავს 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობას. თუ ივლისის პირველ კვირაში გვქონდა 0, 7 100 ათას მოსახლეზე, აგვისტოში გვაქვს 1,2 და სექტემბრის პირველ კვირაში გვაქვს 5,3, რაც მიანიშნებს იმას, რომ ზრდის ტენდენცია არის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, საქართველო ჯერ კიდევ მწვანე ზონაშია, ზრდის ტენდენცია კი ქვეყანაში შიდა ტურიზმს უკავშირდება.

Facebook Comments

ახალი დადებული