ბელარუსი ოპოზიციონერის გატაცების ვიდეო გავრცელდა – VIDEO

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც მინსკის ცენტრში ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრის, ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვას გატაცებაა აღბეჭდილი. კადრები ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა ავტომობილიდან, რომელმაც ეროვნულ სამხატვრო მუზეუმთან ჩაიარა. კადრებში ჩანს, როგოც ჩასვეს დაუდგენელმა პირებმა კოლესნიკოვა მუქი ფერის მიკროავტობუსში და და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

შეგახსენებთ, მარია კოლესნიკოვა დღეს გაუჩინარდა. ინციდენტის შემდეგ ტელეფონს არ პასუხობს.

მარია კოლესნიკოვა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი პრეტენდენტის, ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის ხელმძღვანელი და ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრია. ის ბელარუსში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობდა. 

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ბალტიის ქვეყნებმა ბელარუსს სანქციები დაუწესეს. ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მირ გამოქვეყნებულ “შავ სიაში” ბელარუსის პრეზიდენტი, შს მინისტრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი და სხვა მაღალჩინოსნები მოხვდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული