გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის დაწყებას აანონსებს

გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის დაწყებას აანონსებენ, რომელიც გერმანულმაკომპანიამ BioNTech -მა და მისმა ამერიკულმა პარტნიორმა Pfizer -მა შეიმუშავეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

პაულ ელრიხის ინსტიტუტმა უკვე დაამტკიცა გამოცდის ე.წ. მეორე და მესამე ფაზები.

გერმანიაში გამოცდა – ეს არის ნაწილი საერთაშორისო კვლევისა, რომელიც ივლისში დაიწყო. იგეგმება, რომ მასში მონაწილეობას მიღებს 30 ათასამდე მოხალისე, რომლებიც მიღებენ ვაქცინას, ან პლაცებოს. ამ დროისთვის კლინიკურ კვლევებში უკვე მიიღო მონაწილეობა 25 ათასმა მოხალისემ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 120 კვლევით ცენტრში.

ცდების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, ორივე კომპანია უკვე ოქტომბრიდან გეგმავს გააკეთოს განაცხადი ბაზარზე ვაქცინის გატანის თაობაზე. დაშვების შემთხვევაში, წლის ბოლომდე ასი მილიონამდე ვაქცინის გამოშვება იგეგმება, ხოლო 2021 წლის ბოლომდე 1.3 მილიარდამდე დოზის გამოშვებას აპირებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული